ჩართე მეგობარი დეტალურად

 

წამახლისებელი აქციის წესები და პირობები:

 

× წამახალისებელ აქციაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ნებისმიერ ფიზიკურ პირს  18 წლის ასაკიდან, რომელიც აქციის პერიოდში  კომპანია საგა იმპექსის სავაჭრო ქსელებში შეიძენს 500 ლარის ზემოთ ღირებულების პროდუქციას და შემდეგ მოიყვანს ნებისმიერ პირს, რომელიც თავისი მხრივ შეიძენს 2500 ლარის ზემოთ ღირებულების ცენტრალური გათბობის სისტემას ქვაბის ჩათვლით.

× წინამდებარე აქციით განსაზღვრული თანხა შეადგენს 100 ლარს, რომელიც გაიცემა ან დაირიცხება (კომპანია იტოვებს უფლებას გადურიცხოს აღნიშნული თანხა ბანკის ანგარიშზე აქციაში ჩართულ მომხმარებელს) მომხმარებლის მიერ წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაციის/ინფორმაციის საფუძველზე:

პირადობის მოწმობა / ID ბარათი / პასპორტი

  • შეძენილი პროდუქციის ქვითარი/ჩეკი (500 ლარიდან)
  • სპეციალური შევსებული ფორმა
  • მესამე პირის მხრიდან შეძენილი პროდუქციის ქვითარი/ჩეკი
  • მესამე პირის პირადობის მოწმობა/ID ბარათი/პასპორტი
  • საკუთარი ანგარიშის ნომერი

× მომხმარებელმა სრულყოფილად უნდა შეავსოს წინასწარ გაწერილი ფორმა მას შემდეგ, რაც შეიძენს არისტონის ან დემირ დოკუმის ბრენდის ცენტრალურ გათბობის სისტემას ქვაბის ჩათვლით, რომლის ერთიანი ღირებულება აჭარბებს 2500 ლარს.

× კომპანია საგა პასუხს არ აგებს  მომხმარებლის მხრიდან შეცდომით, არასწორად ან დაგვიანებით მიწოდებულ  ინფორმაციაზე.

× კომპანიის მიერ ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში საბონუსე თანხის - 100 ლარის გადახდა მოხდება მყისიერად, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში - 2 სამუშაო დღეში, მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე

× 18 წელს მიღწეულ ნებისმიერ პირს შეუძლია შეასყიდვინოს ნებისმიერი რაოდენობის  ცენტრალური გათბობის სისტემა, რომლის ღირებულება აჭარბებს 2500 ლარს ნებისმიერ მესამე პირს და მიიღოს საბონუსე ანაზღაურება იმდენჯერ, რამდენჯერაც მისი მეშვეობით განხორციელდება ასეთი გარიგება.

× პროდუქცია შეძენილი უნდა იყოს წამახალისებელი აქციის მოქმედების პერიოდში.

× მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში საბონუსე 100 ლარის გამოქვითვა დასაშვებია შპს საგა იმპექსის სავაჭრო ქსელში მის მიერ შესასყიდი პროდუქციის ღირებულებიდან.

× კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან ცალმხრიდავ გააუქმოს წამახალისებელი აქცია ან/და შეამციროს მისი მოქმედების პერიოდი, თუ ამოწურულია აქციისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი - 100 000 ლარი. აღნიშნული ინფორმაცია შეწყვეტის შესახებ განთავსდება კომპანიის კორპორატიულ საიტზე, კუთვნილ Facebook გვერდზე ან/და სხვა საინფორმაციო საშუალებით.

× პრეტენზიები მიიღება წამახალისებელი აქციის დასრულებიდან  30 კალენდარული დღის განმავლობაში.

კომპანიას უფლება აქვს უარი განაცხადოს საბონუსე თანხის გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მხრიდან ადგილი აქვს არასრული ან მცდარი ინფორმაციის მიწოდებას ან კომპანიის ინტერესების საზიანოდ სხვაგვარად ხდება არაკეთილსინდისიერი გზით სარგებლის მიღება.

× წამახალისებელი აქციის ჩატარების და მისი პირობების შესახებს ინფორმაცია განთავსებული იქნება კომპანია შპს საგა იმპექსის კუთვნილ სავაჭროს წერტილებში/ფილიალებში, კომპანიის კუთვნილ Facebook გვერდზე,  კორპორატიულ საიტზე და ცხელი ხაზის მეშვეობით - 2 700 777

შენიშვნა: აღნიშნული აქცია მოქმედებს 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 2017 წლის 17 ნოემბრის 18:00 საათამდე.

× აქციის პირობები ვრცელდება განვადებით ნასყიდობის შემთხვევაშიც.