ვაკანსია დეტალურად #002

კომპანია „საგა იმპექსი“  აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა
  • სასურველია განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • პროგრამა 1C-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

შესასრულებელი ფუნქციები:

  • გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და ცხელი წყლის სისტემების შესახებ მომხმარებელთა კონსულტირება
  • გაყიდვების წამახალისებელი შეთავაზებების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირება
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ტექნიკური დავალებების შესრულება

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მოქნილ და კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებებს

 

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე იმეილზე: vacancy@saga.ge 2017 წლის 30 დეკემბრამდე.

იმისთვის, რომ კომპანიამ განიხილოს თქვენი კანდიდატურა, იმეილის სათაურში (subject) მიუთითეთ „გაყიდვების კონსულტანტი ბათუმი“.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.