ვაკანსია დეტალურად #003

უკვე 23  წელია „საგა“ ცხოვრებას ამარტივებს სრული კომფორტის შექმნით ზამთარსა და ზაფხულში!

13 ფილიალით, 200-მდე დასაქმებული ადამიანით  „საგა“ ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა ქართულ HVAC ბაზარზე.

 

„საგა იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება რელევანტურ სფეროში
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სამშენებლო, HVAC და მონათესავე სფეროებში მუშაობის და ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენებზე გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
  • ERP სისტემაში/1C-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

 

ძირითადი ფუნქციები:

  • ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიაში ასახვა;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
  • გაყიდვების მასტიმულირებელი ღონისძიებების ინიცირება და მართვა;
  • არსებული კლიენტთა ბაზების მართვა;
  • გაყიდვების პროცესის მართვა;
  • გაყიდვების კვარტალური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებებს

 

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე იმეილზე: vacancy@saga.ge არაუგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრისა.

გთხოვთ, ვაკანსიის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საგა წარმატებებს გისურვებთ!