ვაკანსია დეტალურად #004

უკვე 23  წელია „საგა“ ცხოვრებას ამარტივებს სრული კომფორტის შექმნით ზამთარსა და ზაფხულში!

13 ფილიალით, 200-მდე დასაქმებული ადამიანით  „საგა“ ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა ქართულ HVAC ბაზარზე.

“საგა იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად აწარმოოს თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით დასწრების მონიტორინგი
  • განახორციელოს კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტოპარკის გადაადგილების მონიტორინგი (GPS) სისტემის საშუალებით
  • განახორციელოს კომპანიის ობიექტებზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების ანალიზი
  • განახორციელოს კომპანიის სატელეფონო ცენტრში განხორციელებული ზარების მონიტორინგი, დინამიკა, კომუნიკაციისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა
  • განახორციელოს ვიზიტი კომპანიის სარეალიზაციო ობიექტებზე კომპანიაში დანერგილი სხვადასხვა სტანდარტების შესრულების მონიტორინგის მიზნით
  • განახორციელოს კომპანიის მიერ დადგენილი შინაგანაწესის, პროცესებისა და პროცედურების შესრულების ხარისხის მონიტორინგი
  • მოახდინოს დანერგილ პროცედურებში, ან მათ შესრულებაში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შეიმუშავოს რეკომენდაციები მათი ეფექტურად აღმოფხვრისთვის;
  • წარადგინოს ხელმძღვანელობასთან ახალი ინოვაციური იდეები, რომელიც ემსახურება პროცესებისა და პრცედურების ეფექტურ და ოპტიმალურ ფუნქციონირებას დასაბუთებული ინიციატივის სახით,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
  • გამოცდილება კამერებითა და შიდა პროგრამებით ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში.
  • MS Office პროგრამების ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ და სამართლიან ანაზღაურების სისტემას
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებებს

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@saga.ge  2017 წლის 28 დეკემბრამდე. სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

საგა წარმატებებს გისურვებთ!