საგას სკოლა


სხვადასხვა კურსები 

აკრედიტაცია 

შიდა ტრეინინგები

განრიგი

   „საგას აქვს გამართლებული ამბიცია იყოს არა მხოლოდ ბაზრის ლიდერი, არამედ ქმნიდეს პროფესიონალიზმის, მომსახურების, პროდუქტის და სერვისის სტანდარტს. სწორედ ამიტომ 2017 წელს ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა „საგას სკოლა“, რომლის მიზანია HVAC სისტემების სფეროში პროფესიონალების მომზადება და გადამზადება. სკოლის მიზნობრივი აუდიტორია არის როგორც საგას არსებული და მომავალი თანამშრომლები, ისე ნებისმიერი მსურველი, ვისაც ამ სფეროში კარიერის განვითარება სურს.

„საგას სკოლის“ ტრენერები არიან როგორც საგას გამოცდილი პროფესიონალები, ისე ჩვენი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები; სკოლის პროგრამა მოიცავს სამ ძირითად ბლოკს: პროფესიული ცოდნა, პროფესიული უნარები და პიროვნული უნარები; ტრეინინგების ხანგრძლივობა 1 კვირიდან 3 თვემდე მერყეობს. კურსების ჩამონათვალში შედის ისეთი ტრეინინგები, როგორიცაა: თეორიული კურსი HVAC სისტემებში, საგას პროდუქტები და ბრენდები, ფრონტ ოფისის, სერვისის და პროექტების ახალი თანამშრომლის ტრეინინგი და სხვა. ტრეინინგების დაგეგმვისას და ჩატარებისას გამოყენებულია სწავლების თანამედროვე მეთოდები - ზრდასრულთა სწავლების პრინციპები, ოთახის ტიპის და სამუშაო ადგილზე ტრეინინგი, დისტანციური/ელექტრონული სწავლება, ქოუჩინგი, წყვილებში სწავლება (pair tutoring) და სხვა;

დღეისთვის საგას სკოლაში მიმდინარეობს არსებული თანამშრომლების გადამზადების კურსი, რომელიც მოიცავს პროფესიულ სწავლებას, შიდა პროგრამაში მუშაობის ტრეინინგს და მომსახურებისა და გაყიდვების უნარ-ჩვევების განვითარებას. 2018 წლის ზაფხულში დაგეგმილია საგას სკოლის ინფრასტრუქტურის გახსნა, რომელიც მოიცავს სრულად აღჭურვილ სატრეინინგო სივრცეებს, კომპიუტერულ ოთახს და საგას პროდუქტების სტენდებს, მუშაობის პრინციპების პრაქტიკულად შესწავლისთვის; „საგას სკოლის“ გრძელვადიანი მიზანია, არა მხოლოდ კომპანიის შიგნით, არამედ ზოგადად ქართულ HVAC სისტემების ბაზარზე შექმნას და დაამკვირდოს მაღალკვალიფიციური და გარანტირებულად ხარისხიანი მომსახურების სტანდარტი

ტრეინინგი #1

პროდუქცია


ჩაეწერე
ტრეინინგი #2

ტრეინინგი #2


ჩაეწერე