Ariston

AristonThermo Group - არისტონ თერმო ჯგუფი Ariston Thermo არის გლობალური ჯგუფი და საერთაშორისო ლიდერი საყოფაცხოვრებო, კომერციულ და სამრეწველო თერმულ სფეროებში. 1960-70 წლებში კომპანიამ დაიწყო ელექტრო წყალგამაცხელებლების წარმოება. იტალიურ ბაზარზე გამოჩნდა Ariston ბრენდი. კომპანია ხდება ლიდერი ცხელი წყლის სისტემებში. Ariston Thermo დაარსდა 1930 წელს, ის არის ყველაზე დიდი იტალიური კომპანია გათბობის სექტორში, რომლის ბრუნვის 89% - ზე მეტი ექსპორტზე მოდის. 2013 წელს ჯგუფმა გაყიდა 7.2 მილიონი პროდუქტი 150 -ზე მეტ ქვეყანაში, კომპანიას ჰქონდა 1.33 მილიარდ ევროიანი ბრუნვა. დასაქმებული ყავს 6,600 თანამშრომელი, აქვს 45 კომპანია და 7 წარმომადგენლობა მსოფლიოს 31 ქვეყანაში. Ariston Thermo-ს მიზანია, 2020 წლისთვის ბიზნესის 80% მოდიოდეს მაღალი ეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წარმომქმნელ პროდუქტებზე. ჯგუფის მსოფლიო დონის წარმოების მოცულობა, გაყიდვების შემდგომ მომსახურებასა და მიწოდების სისწრაფესთან ერთად ოპტიმალურ კომბინაციას ქმნის კომფორტის, ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საკითხებში.