Viva

შ.პ.ს ”ძიანგსუ სანფაუერ სოლარ ტექნოლოჯი“ 2004 წელს დაარსდა და კომპანიის მიერ წარმოებული მზის ენერგიაზე მომუშავე ცხელი წყლის სისტემები მსოფლიოს მასშტაბით 95 ქვეყანაში იყიდება. „სანფაუერ სოლარის“ საქმიანობის ქვაკუთხედი მუდამ იყო და დღემდე რჩება წარმოებული პროდუქციის ხარისხი. პირველმა ანალოგმა მოიპოვა მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ისეთები როგორებიცაა: ISO 9001: 2008, ჩინეთის პროდუქციის სავალდებულო სერტიფიცირების სისტემის სერტიფიკატი, ჯანმრთელობისათვის უვნებლობის სერთიფიკატი, ევროკავშირის ხარისხის სერთიფიკატები EU EN12975 და EN12976 და ევროპული შესაბამისობის (CE) სერთიფიკატი. „სანფაუერის“ პროდუქცია „საგაში“ წარმოდგენილია VIVA-ს ბრენდის სახელით: მზის წყლის გამაცხელებელი სისტემის ძირითადი კომპონენტები: ფირფიტოვანი მზის კოლექტორი; იზოლირებული წყალსატევი ავზი; ფირფიტოვანი მზის კოლექტორისა და წყალსატევი ავზის დამაკავშირებელი; ჯეროვნად იზოლირებული მილები; სისტემის მართვის პანელი.