Dab

კომპანია მუშაობს წყლის ტუმბოების სექტორში 40 წლის განმავლობაში, და არის ერთ-ერთი აღიარებული მოთამაშე ამ საქმეში იტალიასა და მთელს მსოფლიოში, რომელსაც აქვს 5 ქარხანა იტალიაში და მრავალი ოფისი 67 ქვეყანაში. კომპანიას შეუძლია აწარმოოს დაახლოებით 2 მილიონი სატუმბო დანადგარი წელიწადში, გთავაზობთ პროდუქტების ფართო ასორტიმენტს, რომლებსაც შეუძლია ყველაზე კონკრეტული სამუშაოს შესრულება, მაღალი ხარისხის და სტანდარტის შენარჩუნებით და მაღალი საიმედოობით, ასევე მოუტანოს მომხმარებელს ეკონომიური სარგებელი. გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების საცირკულაციო ტუმბოები დანიშნულება საცირკულაციო ტუმბომ უნდა შექმნას წნევა, რომელიც საკმარისი იქნება მთელ სისტემაში წყლის ცირკულაციისათვის. საცირკულაციო წნევა უნდა აღემატებოდეს დანაკარგებს სისტემაში, რათა წყა- ლმა გაიაროს სისტემის ყველა ელემენტი და დაბრუნდეს მიწოდების ადგილას. როტორის ტიპები საცირკულაციო ტუმბოები ძრავის გაგრილების მიხედვით იყოფა ორ ტიპად: 1. გაგრილება საცირკულაციო წყლის მეშვეობით - ე.წ “სველ როტორიანი” ტუმბოები. მათი უპი- რატესობაა შედარებით უხმაურო მუშაობა და ბრუნვის რამდენიმე სიჩქარიანი რეჟიმი. 2. გაგრილება ჰაერის (ვენტილატორის) მეშვეობით - ე.წ “მშრალ როტორიანი” ტუმბოები. მათი უპირატესობებია: ვერტიკალური მონტაჟის შესაძლებლობა და ფართო სამუშაო დიაპაზონი.