Tcl G-NSQF2LB0N6

Tcl

კორპორაცია „TCL“ წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ელექტრო-ტექნიკის მწარმოებელ, ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ სამრეწველო ჯგუფს. კომპანია 1981 წელს დაარსდა. 30-წლიანი განვითარების შემდეგ, ჩინეთის რეფორმისა და ბაზრის გახსნის კვალდაკვალ, საქმისადმი თავდადებისა და ინოვაციების წყალობით, „TCL“ სწრაფად ჩამოყალიბდა, როგორც ჩინური ინფორმაციის ელექტრონული მრეწველობის ლიდერი კომპანია. 1999 წლიდან მოყოლებული, „TCL“ ჰაერის კონდიციონერების ბიზნეს განყოფილება სპეციალიზირდება სხვადასხვა საცხოვრებელი, კომერციული და პორტატული ჰაერის კონდიციონერების, ჰაერის საშრობებისა და ჰაერის კონდიციონერების კომპრესორების წარმოებაში. „TCL-ს“ ჰყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული კვლევისა და დიზაინის, წარმოებისა და მარკეტინგის გუნდები და კლიენტებს ასევე სთავაზობს იდეალურ გაყიდვების შემდგომ მომსახურებას. ამჟამად, კომპანიას აქვს 5 განცალკევებული საწარმოო ბაზა ჟონგშანში, ვუჰანსა და ჰუიჟუში. „TCL“ მთლიანმა წარმადობამ 8.5 მილიონ ნაკრებს მიაღწია, ხოლო მისი პროდუქტები კი მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში იყიდება.