საგა იმპექსი 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. 

გათბობა-

გაგრილება-

სავენტილაციო სისტემები

 მისი ძირითადი მიმართულებებია. კომპანია დარგის ერთ-ერთი ლიდერია ქვეყანაში, რაც მრავალწლიანმა წარმატებულმა ისტორიამ და მომხმარებლის მხრიდან არსებულმა ნდობამ განაპირობა. საგა იმპექსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად. საგას წარმატების მთავარი მიზეზი განვითარებისა და სრულყოფისაკენ მუდმივ სწრაფვაშია.