ვაკანსია დეტალურად #003
უკვე 23 წელია „საგა“ ცხოვრებას ამარტივებს სრული კომფორტის შექმნით ზამთარსა და ზაფხულში!
13 ფილიალით, 200-მდე დასაქმებული ადამიანით „საგა“ ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა ქართულ HVAC ბაზარზე.
„საგა იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება რელევანტურ სფეროში
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სამშენებლო, HVAC და მონათესავე სფეროებში მუშაობის და ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ქართული, ინგლისური და რუსული ენებზე გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
- ERP სისტემაში/1C-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი ფუნქციები:
- ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზი და გაყიდვების სტრატეგიაში ასახვა;
- პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
- გაყიდვების მასტიმულირებელი ღონისძიებების ინიცირება და მართვა;
- არსებული კლიენტთა ბაზების მართვა;
- გაყიდვების პროცესის მართვა;
- გაყიდვების კვარტალური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
- კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებებს
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ პროფესიული რეზიუმე იმეილზე: vacancy@saga.ge არაუგვიანეს 2017 წლის 25 დეკემბრისა.
გთხოვთ, ვაკანსიის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
საგა წარმატებებს გისურვებთ!