ვაკანსია დეტალურად #004
უკვე 23 წელია „საგა“ ცხოვრებას ამარტივებს სრული კომფორტის შექმნით ზამთარსა და ზაფხულში!
13 ფილიალით, 200-მდე დასაქმებული ადამიანით „საგა“ ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა ქართულ HVAC ბაზარზე.
“საგა იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის მენეჯერის თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად აწარმოოს თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით დასწრების მონიტორინგი
- განახორციელოს კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტოპარკის გადაადგილების მონიტორინგი (GPS) სისტემის საშუალებით
- განახორციელოს კომპანიის ობიექტებზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების ანალიზი
- განახორციელოს კომპანიის სატელეფონო ცენტრში განხორციელებული ზარების მონიტორინგი, დინამიკა, კომუნიკაციისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობა
- განახორციელოს ვიზიტი კომპანიის სარეალიზაციო ობიექტებზე კომპანიაში დანერგილი სხვადასხვა სტანდარტების შესრულების მონიტორინგის მიზნით
- განახორციელოს კომპანიის მიერ დადგენილი შინაგანაწესის, პროცესებისა და პროცედურების შესრულების ხარისხის მონიტორინგი
- მოახდინოს დანერგილ პროცედურებში, ან მათ შესრულებაში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება და შეიმუშავოს რეკომენდაციები მათი ეფექტურად აღმოფხვრისთვის;
- წარადგინოს ხელმძღვანელობასთან ახალი ინოვაციური იდეები, რომელიც ემსახურება პროცესებისა და პრცედურების ეფექტურ და ოპტიმალურ ფუნქციონირებას დასაბუთებული ინიციატივის სახით,
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
- გამოცდილება კამერებითა და შიდა პროგრამებით ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში.
- MS Office პროგრამების ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ და სამართლიან ანაზღაურების სისტემას
- კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- სწავლისა და განვითარების შესაძლებლობებებს
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: vacancy@saga.ge 2017 წლის 28 დეკემბრამდე. სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
საგა წარმატებებს გისურვებთ!