ვაკანსია დეტალურად #005
უკვე 23 წელია „საგა იმპექსი“ ცხოვრებას ამარტივებს სრული კომფორტის შექმნით ზამთარსა და ზაფხულში. 13 ფილიალითა და 200-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით „საგა“ ლიდერი და მუდმივად მზარდი კომპანიაა ქართულ HVAC ბაზარზე.
საგა ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ, გაყიდვების სფეროში მუშაობის მსურველ ადამიანებს თბილისში, რომლებიც დაიწყებენ მუშაობას მაღაზიის საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე და სწავლის დასრულების შემდეგ გახდებიან გაყიდვების კონსულტანტები. მთავარი პირობაა - სწავლისა და განვითარების სურვილი და მზაობა, რომ ამ პროცესმა სწრაფად და ხარისხიანად ჩაიაროს.
უპირატესობად ჩაითვლება:
- სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში/პოზიციაზე
- განათლება ტექნიკური მიმართულებით
- პროგრამა 1C-თან მუშაობის გამოცდილება და ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა
შესასრულებელი ფუნქციები:
- გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციისა და ცხელი წყლის სისტემების შესწავლა
- გაყიდვების კონსულტანტების ფიზიკური ასისტირება მომხმარებლების მომსახურების პროცესში
- გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ტექნიკური დავალებების შესრულება
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- მოქნილ და კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებებს
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე იმეილზე: consultant@saga.ge 2017 წლის 25 დეკემბრამდე
იმისთვის, რომ კომპანიამ განიხილოს თქვენი კანდიდატურა, იმეილის სათაურში (subject) მიუთითეთ „საწყობის სპეციალისტი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
საგა წარმატებებს გისურვებთ!