პროექტები
კომპანია საგას ერთერთი მთავარი მიმართულება - ცენტრალური გათბობის სისტემების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების დაგეგმვა-პროექტირებაა. საგას საქმიანობა მოიცავს, როგორც ბინებისა და კერძო სახლების ასევე ოფისებისა და სხვადასხვა პროფილის კომერციულ დაწესებულებების დაპროექტებას. საპროექტო საქმიანობის ასევე ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - ინდუსტრიული დარგია.
წარმატების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს კვალიფიციური საპროექტო ჯგუფი, რომელიც იყენებს ყველაზე თანამედროვე პროგრამულ მოდულებს. უახლესი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს კომპანიას უმცირეს დროში შექმნას დასრულებული პროექტი ხარჯთაღრიცხვის ჩათვლით. აღნიშნული პროგრამა თითოეული პროექტის ხარჯთაღრიცხვის მაქსიმალური სიზუსტით გამოთვლის საშუალებას იძლევა, რაც ამარტივებს მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესს და შემკვეთს სრულ კომფორტს უქმნის.
კომპანიის წარმატების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენენ გამოცდილი და კვალიფიციური სამონტაჟო ბრიგადები და საქმის მწარმოებლები. აღნიშნული რესურსი საშუალებას აძლევს კომპანიას შეასრულოს ნებისმეირი სირთულის სამუშაოები. ომპანია იყენებს მხოლოდ საკუთარ და გამოცდილ სპეციალისტებს, შესაბამისად გამორიცხავს სამუშაოების შესრულებას გარედან მოყვანილი მემონტაჟეებით ან სხვა პერსონალით, რაც განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოების მაღალ ხარისხს და დროულობას.